საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტის მისიაა თანამედროვე, ხარისხიანი, პრაქტიკულ კომპეტენციებსა და კვლევებზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების მიწოდება და უწყვეტი განათლების ხელშეწყობა;
ჩვენ ვზრდით კრიტიკული აზროვნების მქონე ლიდერებს, რომლებიც მზად არიან შეეჭიდონ და თავი გაართვან სწრაფად ცვალებადი გარემოს გამოწვევებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
ჩვენ ვზრუნავთ მათ პიროვნულ, სოციალურ და კარიერულ განვითარებაზე.
ჩვენი გუნდი ლექტორებთან, სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებთან და პარტნიორებთან ერთად ქმნის ურთიერთპატივისცემაზე, თანამშრომლობაზე, გაზიარებულ პასუხისმგებლობებსა და შეხედულებებზე დაფუძნებულ საუნივერსიტეტო გარემოს.