რატომ უნდა დაესწროთ MS Excel-ის გაძლიერებულ ტრენინგს
კურსი მოიცავს MS Excel-ში ინფორმაციის დამუშავების მეთოდებს, რაც მსმენელს ხელს შეუწყობს შეამციროს სამუშაო პროცესში დახარჯული დრო.
მიზნობრივი აუდიტორია / ვისთვისაა გათვლილი ტრენინგი
ტრენინგი გათვლილია MS Excel-ის ინტენსიურ მომხმარებელზე, ვისაც პროგრამაში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს და ამავდროულად სურს განავითაროს პრაქტიკული უნარები.
რას შეისწავლიან მონაწილეები
• საბაზისო ფუნქციების გამეორება (მათემატიკური, სტატისტიკური, ტექსტური, თარიღის ძიების და ლოგიკური ფუნქციები)
• პირობითი ფორმატირება - უჯრების ფორმატირება მასში ან სხვა უჯრაში არსებული ინფორმაციის მიხედვით
• მონაცემების კონტროლი - უჯრებში შესაყვანი ინფორმაციისთვის შეზღუდვების დაწესება
• ინფორმაციის დაცვა და ცვლილებების მონიტორინგი
• ფინანსური ფუნქციები
• Solver - რთული, მრავალუცნობიანი პრობლემების გადაჭრა
• • OFFSET, INDIRECT, ADDRESS ფუნქციები
• მონაცემთა ბაზის ფუნქციები
• გაძლიერებული ფილტრი
• Pivot Table და ცხრილებს შორის კავშირის დამყარება
• ფორმის მაკონტროლებელი ღილაკების დახმარებით სამომხმარებლო ფორმის აგება და მასზე Macro-ს მიბმა
ტრენინგის უპირატესობები
პრაქტიკული მაგალითები
სალექციო მასალა აგებულია რეალურ მაგალითებზე. კურსის განმავლობაში იმუშავებთ პრაქტიკულ ქეისებზე, რაც დაგეხმარებათ ათვისებული მასალა მოარგოთ რეალობას.
მომხმარებლის ფორმები
კურსის გავლის შემდეგ შეძლებთ ააგოთ დახვეწილი ფორმები როგორც პირადი გამოყენებისათვის, ასევე MS Excel-ის სხვა მომხმარებლებისათვის.
ტრენერის შესახებ
2010 წლიდან მოღვაწეობს ფინანსების განხრით და აქვს სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა ბიზნეს სექტორში - ბანკი, წარმოება, საწვავის დისტრიბუცია, ელექტრონული გადახდები. ასევე აქვს ERP სისტემების დანერგვის სამუშაო გამოცდილება. 2017 წელს საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მაგისტრის სტუდენტებისთვის ჩატარებული აქვს გაძლიერებული MS Excel-ის კურსი.
დამთავრებული აქვს საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მაგისტრატურა ბიზნესის ადმინისტრირებაში, აგრეთვე კავკასიის უნივერსიტეტის ბიზბესის სკოლის ბაკალავრიატი ბიზნესის ადმინისტრირებაში ფინანსების განხრით.
საკონტაქტო პირი: მარიამ კოშაძე, Email: M.koshadze@bog.edu.ge; Phone: + 995.32.2 444 864 (ext. 8008)