საქართველოს ბანკი უნივერსიტეტი გთავაზობთ, სემინარს - „CFA - რატომ და როგორ მოვიპოვოთ სერტიფიკატი“.
ეს სემინარი თქვენთვისაა თუ:
სემინარზე ასევე მიიღებთ ინფორმაციას, იმის შესახებ თუ სად მოიძიოთ შესაბამისი ლიტერატურა, როგორ დარეგისტრირდეთ გამოცდაზე და როგორ დაგეგმოთ მოსამზადებელი პერიოდი ისე, რომ გაზარდოთ წარმატების შანსი.
სემინარის ჩატარების ადგილი: საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი, ადამ მიცკევიჩის 29 (მოსასვლელი ალექსანდრე ყაზბეგის 14 ნომრიდან)
სემინარს ჩაატარებს შალვა ახრახაძე, CFA
დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტი, ხოლო მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით მინიჭებული აქვს თავისუფალი უნივერსიტეტის ESM ბიზნეს სკოლის მიერ. გავლილი აქვს საერთაშორისო დონის ტრენინგები და კურსები, მათ შორის ჟენევას უნივერსიტეტსა და რაიატ ლონდონ კოლეჯში, ამასთან შალვა არის CFA ინსტიტუტის წევრი (CFA Charterholder). აქვს ფინანსების მიმართულებით მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება. პარალელურად ლექციებს კითხულობდა შემდეგ უნივერსიტეტებში: კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB), საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), ასევე საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ACCA). საქართველოს ბანკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობს 2015 წლიდან. არის ავტორი წიგნისა „ფინანსური ანალიზი პრაქტიკაში”. 2017 წელს მიწვეული იყო სპიკერად TEDx Talks-ს მიერ, თემაზე „ფინანსებს სჭირდება მეტი მარკეტინგი“