ვასილ რევიშვილმა 1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტი, მიღებული აქვს მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მათემატიკაში,ხოლო 2004 წელს მაგისტრის ხარისხი ფინანსებში ლონდონის ბიზნესსკოლაში (London Business School). 2009-2013 წლებში მუშაობდა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილედ ინვესტიციების მართვის დარგში (აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვა). წლების განმავლობაში იყო ინვესტიციების უფროსი მენეჯერი და საინვესტიციო რისკების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი Pictet Asset Management SA რეგიონალურ ოფისებში დიდ ბრიტანეთსა და შვეიცარიაში; ხელმძღვანელობდა საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის VEGA Startup Lab-ს. ამჟამად „თიბისი ბანკის“ საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელია.
ირაკლი ხომასურიძე ამჟამად საქართველოს ბანკში რაოდენობრივი რისკების მართვის და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსია.1995 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის საინჟინერო ფაკულტეტი. 1999 წელს ირაკლის მიენიჭა დოქტორის ხარისხი მათემატიკური ფიზიკის მიმართულებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აგრეთვე მას მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი (Msc) ტვენტეს (Twente University, Netherland) უნივერსიტეტში (გამოყენებითი მათემატიკა - ფინანსები).ირაკლი პროფესიული საქმიანობას ეწევა 2003 წლიდან. გამოცემული აქვს ათამდე ნაშრომი ტვენტეს, ალეთეიას და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში.
ილია რევია 1998 წლიდან IT სფეროში მოღვაწეობს, ხოლო 2009 წლიდან შეუერთდა "საქართველოს ბანკს", სადაც ამჟამად მუშაობს როგორც IT დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე პროექტების მართვის მიმართულებით. ილიას წარმატებით აქვს განხორციელებული არაერთი სტრატეგიული მნიშვნელობის IT და ბიზნესპროექტი საქართველოს სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციაში. დამთავრებული აქვს იონჩეპინგის უნივერსიტეტის (შვედეთი) მაგისტრატურა საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ბიზნესის განახლებაში, აგრეთვე ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის (აშშ) ბიზნესსკოლის სამაგისტრო კურსი პროექტების მართვაში, ამავდროულად არის ერთ-ერთი პირველი სერტიფიცირებული პროექტების მართვის პროფესიონალი (PMP).
ვახტანგ ბერიშვილი საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტის გუნდს 2017 წელს შემოუერთდა. მანამდე იგი 2003 წლიდან სხვადასხვა უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს ფინანსების მიმართულებით და ხელმძღვანელობდა სტუდენტებს სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომების მომზადებისას.
გარდა ამისა, მას აქვს სხვადასხვა ქართულ თუ საერთაშორისო კომპანიებში, დონორ და სამეცნიერო ორგანიზაციაში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება, ძირითადად ფინანსურ სფეროში.
მან 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 2003 წელს, კავკასიის ბიზნეს სკოლის დამთავრების შემდეგ, მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.
ამჟამად არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. მის ინტერესს რისკები წარმოადგენს.
გიორგი ნატროშვილი „m² უძრავი ქონების“ გენერალური დირექტორის მოადგილეა ფინანსურ და საოპერაციო საკითხებში. m²-ში მისვლამდე ის 4 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოში ერთ-ერთ წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანია „ჯეოსელში“ და საფინანსო მიმართულებით იკავებდა სხვადასხვა პოზიციებს. 2015-2016 წლებში ხელმძღვანელობდა „ჯეოსელის“ ფინანსური დაგეგმვის, რეპორტინგისა და ბიზნესის კონტროლის დეპარტამენტს. გიორგის სამუშაო გამოცდილება აქვს ასევე Ernst & Young-სა და Japan Tobacco International-ში. ის ფლობს თავისუფალი უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. 2016 წელს გიორგი გახდა CFA ჩარტერის მფლობელი.
საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის გუნდს 2018 წლის სექტემბერში შემოუერთდა.
ნინო ლომიძეს აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებთან. კითხულობდა ლექციებს ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვის მიმართულებით. ეწეოდა ბიზნეს-საკონსულტაციო საქმიანობას აღრიცხვის წარმოების, ფინანსების დაგეგმვის და მართვის კუთხით. ფლობს მაგისტრის აკადემიურ ხარისხს აგრარული უნივერსიტეტიდან და ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიურ ხარისხს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. არის 15 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის, სახელმძღვანელო და მონოგრაფია. მონაწილეობა აქვს მიღებული პროფესიულ ტრენინგებსა და სემინარებში. ასევე, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მომხსენებლის სტატუსით.
ნინო ლომიძე არის საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების (MBA, BBA) ხელმძღვანელი.